კიტ კელოგი – “მოუთმენლად ველი მუშაობას მშვიდობის უზრუნველსაყოფად”

მზად ვარ, დაუღალავად ვიმუშაო სიმშვიდის უზრუნველსაყოფად,- ამის შესახებ გადამდგარი გენერალი, კიტ კელოგი აცხადებს მას შემდეგ, რაც უკრაინისა და რუსეთის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე დასახელდა.

კელოგიმ სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ მზად არის იმ ვალდებულებითა და ერთგულებით ემსახუროს ამერიკას, რასაც ეს ქვეყანა იმსახურებს.

„პატივი მერგო პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან, დავინიშნო პრეზიდენტის თანაშემწედ და სპეციალურ წარმომადგენლად უკრაინისა და რუსეთის საკითხებში. ეს იყო ჩემი ცხოვრების პრივილეგია, მემუშავა ტრამპისთვის. ამერიკის ინტერესების დაცვისას, მოუთმენლად ველი, დაუღალავად მუშაობას მშვიდობის უზრუნველსაყოფად“, – აცხადებს კიტ კელოგი.

შეგახსენებთ, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი კიტ კელოგი რუსეთ-უკრაინის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს, 2017-2021 წლებში კიტ კელოგი თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შტაბის უფროსი და მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები