თენგიზ შარმანაშვილი: დიპლომატიური წარმომადგენლობა, რომელიც დავით კირთაძეს ოფიციალურად შეხვდება, ავლენს სრულ უპატივცემულობას საქართველოს სახელმწიფოს მიმართ

“დიპლომატიური წარმომადგენლობა, რომელიც დავით კირთაძეს ოფიციალურად შეხვდება, ამით ავლენს სრულ უპატივცემულობას საქართველოს სახელმწიფოს მიმართ”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

შარმანაშვილი დიპლომატიურ კორპუსს მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდებს.

„ჩვენდა სამწუხაროდ, ესეც არ კეთდება პირველად და მოვუწოდებ დიპლომატიურ კორპუსს, მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინოს ადგილსამყოფელი ქვეყნის პატივისცემის ნიშნად. როდესაც არცერთი შეფასება არ გაგიკეთებია იმ უმსგავსო საქციელის გამო, რაც მან ჩაიდინა და შემდეგ ოფიციალურად იღებ ასეთ ადამიანს, ეს ნიშნავს, რომ მის ასეთ მოქმედებას ამართლებ, რაც ძალიან გულდასაწყვეტია“, – აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, ცესკოს ოპოზიციური წევრები ევროკავშირის საელჩოში პოლიტიკის, ინფორმაციისა და პრესის განყოფილების უფროსის მოადგილესთან, პიერ სალიერთან და პროექტის მენეჯერ, ანტონიო დალ-ბორგოსთან შეხვედრას მართავენ. მათ შორის, საელჩოში შეხვედრაზე იმყოფება „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი დავით კირთაძე, რომელმაც ცესკოს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს ცესკოს 16 ნოემბრის სხდომაზე სახეში საღებავი შეასხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები