უკრაინაში დაჭრილი ქართველი მებრძოლი გარდაიცვალა

უკრაინაში დაჭრილი ქართველი მებრძოლი სპარტაკ ლეკიაშვილი, რომელიც მკურნალობის კურსს საფრანგეთში გადიოდა, გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყებაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს ცხედრის გადმოსვენების პროცედურები.

შეგახსენებთ, რომ ქართველი მებრძოლი 2023 წლის 10 მაისს, ბახმუტის მიმართულებით ბრძოლისას, საჰაერო დაბომბვაში მოჰყვა და მძიმედ დაიჭრა. ერთი წლის განმავლობაში ის მკურნალობას ჯერ უკრაინაში, შემდეგ საქართველოში, ბოლოს კი საფრანგეთში გადიოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები