ვახტანგ გომელაური გრიგოლ გეგელიაზე: – პოლიციელს ეუბნებოდა „გავიგებ თქვენს გვარსო“ გაიგოს კი ბატონო, აქ ვართ, რა უნდა ქნას გვარს რომ გაიგებს?!
თვითონ მივიდა პოლიციასთან, პოლიცია არ მისულა მასთან – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს პარლამენტში, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრ გრიგოლ გეგელისთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომელიც 25 ნოემბერს, აქციაზე მომხდარ ინციდენტს ეხებოდა.
როგორც ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, ბრალდება, რომ აღნიშნული ინციდენტისას, თითქოს პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა სასაცილო იყო.
“ცოტა სასაცილო იყო რაღაც ჭავლი გამოიყენესო. ჯერ უმჯობესია ჩამოყალიბდნენ ეს ადამიანები არიან პარლამენტის წევრები თუ არ არიან, თუ უარს აცხადებენ ამ მანდატზე. ეს ერთი, მეორეც რაც იქ ვნახე ჩემთვის ძალიან მიუღებელი იყო, – „გავიგებ თქვენს გვარს“ ..გაიგოს კი ბატონო, აქ ვართ და რა უნდა ქნას გვარს რომ გაიგებს?!. პოლიცია უბრალოდ იდგა , ის მიდის და უყვირის: „ეს მანქანები რატომ მოიყვანეთო“ . აქეთ შეურაცხყოფას აყენებდა.
არ მინდა ხაზი გავუსვა ფხიზელი იყო თუ არ იყო ეს ადამიანი და მტკიცებით ფორმაში ვთქვა.
თვითონ მივიდა პოლიციასთან, პოლიცია არ მისულა მასთან. “აქ რატომ დგახარ” და ა.შ. თვითონ დაუწყო საუბარი და რა საუბარიც იყო ჩემთვის მიუღებელია, პოლიტიკოსი თუ ხარ და გაქვს პრეტენზია, არ შეიძლება ასე მოექცე ადამიანს, პოლიციელს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.