ზვიად შალამბერიძე: ჩვენი პრიორიტეტია ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარება, საგარეო ურთიერთობების განვითარება

„ჩვენი პრიორიტეტია, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარება, საგარეო ურთიერთობების განვითარება”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტი წინასაარჩევნოდ დასახული მიზნების მისაღწევად ყველაფერს გააკეთებს.

“პარლამენტი ამ ოთხი წლის განმავლობაში მაქსიმალურად ხელს შეუწყობს, რომ 2028 წლისთვის მთავრობამ ის ამბიციური მიზნები, რაც განვაცხადეთ და წარვუდგინეთ ჩვენს მოსახლეობას წინასაარჩევნო პროგრამაში, იყოს მიღწეული“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები