რუსებმა 5 უკრაინელი სამხედრო ტყვე დახვრიტეს

რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქში 5 უკრაინელი სამხედრო ტყვე დახვრიტეს. კიევი ამ ფაქტის გამოძიებას აწარმოებს,- ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ფაქტი სოფელ პეტროვკასთან მოხდა. რუსული ძალების იერიშის დროს, ხუთმა უკრაინელმა სამხედრომ კერძო სახლს შეაფარა თავი, რუსულმა ძალებმა სახლს ალყა შემოარტყეს და უკრაინელი სამხედროები ტყვედ აიყვანეს. ისინი უიარაღოდ მიწაზე დააწვინეს და დახვრიტეს.

როგორც უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა რწმუნებულმა, დიმიტრი ლუბინეცმა განაცხადა, მან გაეროში და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში წერილი გააგზავნა, რათა რუსული ძალების მიერ ჩადენილი მორიგი სამხედრო დანაშაული დაფიქსირებული იყოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები