ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ, ახალი “NEW HOLLAND” თანამედროვე ტიპის ტრაქტორი შეიძინა
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ, ახალი NEW HOLLAND თანამედროვე ტიპის ტრაქტორი შეიძინა. რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ხვნა-თესვისთვის გამოიყენება. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ახალი ტრაქტორი ბორჯომის მუნიციპალიტეტის 33 სოფლის მოსახლეობას უფასოდ ემსახურება მიწის დამუშავებაში.
მერიის ინფორმაციითვე, პროგრამის მიზანია, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ხელშეწყობა, რათა არ დარჩეს არცერთი კვადრატული მეტრი მიწის ფართობი დამუშავებების გარეშე.