პარლამენტი ნდობის გამოცხადებისთვის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს უსმენს
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ნდობის გამოცხადებისთვის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის მოსმენა დაიწყო.
კობახიძე სამთავრობო პროგრამას – “მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“ წარადგენს.