“ევროკავშირის მიმართულებით ჩვენი გეგმა არის მკაფიო, რომ 2030 წლისთვის საქართველო იყოს სრულად მზად ევროკავშირში წევრობისთვის” – მახაშვილი

“ევროკავშირის მიმართულებით ჩვენი გეგმა არის მკაფიო, რომ 2030 წლისთვის საქართველო იყოს სრულად მზად ევროკავშირში წევრობისთვის”, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

„ჩვენ სამი მიმართულებით გვექნება ძალიან აქტიური მუშაობა შემდეგი წლების განმავლობაში. ეს არის ეკონომიკა, ჩვენ ამ მიმართულებით ბოლო წლებში მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ, გავასამმაგეთ სახელმწიფო ბიუჯეტი, გავასამმაგეთ მთლიანი შიდა პროდუქტი, გავანახევრეთ უმუშევრობა და ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.

დღეს, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი კიდევ ერთხელ ისაუბრებს ეკონომიკის მიმართულებით პროგრესზე, გეგმებზე. მეორე მიმართულება ეს არის ევროკავშირის კანონმდებლობის დაახლოება, ჰარმონიზაცია და ჩვენი გეგმა არის, რომ ასოცირების ხელშეკრულების 90% 2028 წლისთვის გვქონდეს შესრულებული და ამით ჩვენ ფაქტობრივად ევროკავშირის ფუნდამენტს, სულსა და გულს, რაც არის ევროკავშირის კანონმდებლობა გადმოვიტანთ საქართველოს კანონმდებლობაში და ამით ერთგვარად ევროპის მშენებლობას განვაგრძობთ საქართველოში.

და მესამე მიმართულება, ეს არის ინსტიტუტების სიძლიერე და მდგრადობა. იმ ინსტიტუტების, რომლებიც უზრუნველყოფენ ეკონომიკის მართვას, კანონის უზენაესობის თუ სხვა მიმართულების უზრუნველყოფას“, – განაცხადა მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები