გიორგი გაბუნია: ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება ყველა იმ დაპირების შესრულება, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში მივეცით ჩვენს ამომრჩეველს
“ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება ყველა იმ დაპირების შესრულება, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში მივეცით ჩვენს ამომრჩეველს”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, გიორგი გაბუნიამ სამთავრობო პროგრამაზე საუბრისას განაცხადა.
გაბუნია დარწმუნებულია, რომ ყველა ამოცანა და მიზანი შესრულებული იქნება.
„თითოეულ დაპირებაზე ვიმუშავებთ ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად მივყვებით და დარწმუნებული ვარ, რომ ის მიზნები და ამოცანები, რომლებიც დაისახა მთავრობამ, სრულად იქნება შესრულებული“, – განაცხადა გაბუნიამ.
ცნობისთვის, მთავრობას და სამთავრობო პროგრამას, სახელწოდებით – „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“ პარლამენტი ნდობას დღეს გამოუცხადებს.