ტრამპი: მექსიკის პრეზიდენტი ქვეყანაში მიგრაციის შეჩერებას დათანხმდა

კლაუდია შაიბაუმი სამხრეთის საზღვრის დახურვას დათანხმდა,- ამის შესახებ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მას შემდეგ განაცხადა, რაც მექსიკის პრეზიდენტთან, კლაუდია შაიბაუმთან სატელეფონო საუბარი გამართა.

„მექსიკის ახალ პრეზიდენტთან, კლაუდია შეინბაუმთან შესანიშნავი საუბარი მქონდა. ის მექსიკის გავლით ამერიკის შეერთებულ შტატებში მიგრაციის შეჩერებას დათანხმდა, ფაქტობრივად, ჩვენი სამხრეთ საზღვრის დაკეტვას. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს შეერთებულ შტატებში ნარკოტიკების მასობრივი შემოდინების შესაჩერებლად და ასევე, ამ წამლების აშშ-ში მოხმარების შესაჩერებლად. ძალიან პროდუქტიული საუბარი იყო!”, – განაცხადა ტრამპმა.

შაიბაუმი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ტრამპთან საუბარს. მან დაწერა, რომ ტრამპთან არაჩვეულებრივი კომუნიკაცია ჰქონდა და აღნიშნა, რომ მექსიკის პოზიცია არა საზღვრების დახურვა, არამედ ადამიანების უფლებების დაცვით მიგრაციის პრობლემის მოგვარებაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები