2025 წლის ეროვნული გამოცდების პროგრამები ცნობილია – “ბედნიერი ერი”, “ბახტრიონი” და კიდევ სხვა ნაწარმობები ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამის ჩამონათვალში აღარ არის
2025 წლის ეროვნული გამოცდების პროგრამები ცნობილია. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამები საგნების მიხედვით გამოაქვეყნა.
როგორც ირკვევა, ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამა შარშანდელ პროგრამასთან შედარებით შემცირებულია.
პროგრამაში აღარ არის – “ბედნიერი ერი” , “კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი”, “ბახტრიონი”, დ. გურამიშვილის შემოქმედება, “ყვარყვარე თუთაბერი”, პაოლო იაშვილის “პოეზია”, აკაკი წერეთლის “აღმართ-აღმართ”, “სულიკო” და სხვა.
აღნიშნულ ცვლილებას მოქალაქეების ნაწილის მხრიდან კრიტიკაც მოჰყვა.
პროგრამების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ:https://naec.ge/?#/ge/post/3299