საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ეწვევა

საქართველოს 28-29 ოქტომბერს, ოფიციალური ვიზიტით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი – ვიქტორ ორბანი ეწვევა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით,  29 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ორბანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.

უნგრელ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი – ირაკლი კობახიძე უმასპინძლებს.

გაიმართება შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძე და ვიქტორ ორბანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომლის შემადგენლობაში არიან უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი – პიტერ სიიარტო, უნგრეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი – მარტონ ნადი, უნგრეთის ფინანსთა მინისტრი – მიხაი ვარგა, სახელმწიფო მდივანი იანოშ მატე და სხვა ოფიციალური პირები.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები