“კიდევ კარგი, ძალა ეყოთ ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს, რომ არ დაქვემდებარებოდნენ მათ [ოპოზიციის] მიერ განხორციელებულ ზეწოლას” – მდინარაძე

“არ შევალთო პარლამენტშიო, ნუ შემოვლენ, მე მათ მოვუწოდებ  რომ ნუ შემოვლენ, არცერთი არ შემოვიდეს”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციაზე საუბრისას, ბრიფინგზე განაცხადა.

“კიდევ კარგი, რომ ძალა ეყოთ ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს, რომ არ დაქვემდებარებოდნენ მათ {ოპოზიციის} მიერ განხორციელებულ ზეწოლას და, საბოლოოდ, მათ თქვეს, რომ ეს იყო კონკურენტული არჩევნები. არ შევალთო პარლამენტშიო, ნუ შემოვლენ, მე მათ მოვუწოდებ რომ ნუ შემოვლენ, არცერთი არ შემოვიდეს, სამუშაო გარემო მაინც იქნება და იმ საბოტაჟისგან ვიქნებით დაცულები, რასაც ისინი მთელი ამ წლების განმავლობაში ახორციელებენ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები