მდინარაძე – ოპოზიციაზე: რატომ აყენებენ  მარნეულს, ბოლნისს და დმანისს შეურაცხყოფას, არ ვიცი

“რატომ აყენებენ ამ მარნეულს, ბოლნისს და დმანისს შეურაცხყოფას, არ ვიცი, იქაური ამომრჩევლის არჩეულიაო “ქართული ოცნების” ხელისუფლებაო და სხვაგან თითქოს მათ მოეგოთ”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

“ორი დღის განმავლობაში რაღაც ფეიკ კამპანიას აწარმოებენ, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ წინა პერიოდისგან, მაგალითად 2020 წლისგან განსხვავებით, ეს ფეიკ კამპანიაც არ გამოდის, ჯერჯერობით ვერ დაასახელეს რაიმე არგუმენტი, რაც შეიძლება შემხებლობაში ყოფილიყო ოდნავ მაინც რეალობასთან. წინა შემთხვევაში რაღაცას იგონებდნენ, მოგონილი ამბავი, [შეიძლება ვიღაცას რომ გადაეწყვიტა ისე მოქცეულიყო, შეიძლება თეორიაში მაინც ყოფილიყო, წარმოსახვაში, უფრო წარმოსადგენი, თუმცა ამ შემთხვევაში რა შეიძლება წარმოიდგინოს ადამიანმა როგორ გაყალბდა არჩევნები, რასაც ისინი იძახიან, ამასაც კი ვერ იგონებენ.

წარმოიდგინეთ, ერთ-ერთი არგუმენტი იყო, რომ თითქოს ჩვენ გავაყალბეთ დაახლოებით 300 000-მდე ხმა. მათ ხომ დაწერეს 40%, ისინი იგონებენ ამბავს, რომ 300 000 ხმა გაყალბდა. წარმოუდგენელი ამბავია, ამაზე სერიოზულად ლაპარაკი არ შეიძლება.

რატომ აყენებენ ამ მარნეულს, ბოლნისს და დმანისს შეურაცხყოფას არ ვიცი, იქაური ამომრჩევლის არჩეულიაო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაო და სხვაგან თითქოს მათ მოეგოთ”, – აღნიშნა მდინარაძემ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები