„ჩვენ ყველგან გავიუმჯობესეთ შედეგი, ეს არჩევნები იყო მართლაც ისტორიული” – პაპუაშვილი

“ეს არჩევნები იყო მართლაც ისტორიული იმ მხრივ, რომ „ქართული ოცნება“, რომელიც მეოთხედ იღებს სახელისუფლებო მანდატს, გაუმჯობესებული შედეგებით იღებს ამ მანდატს და არა უბრალოდ ინარჩუნებს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ  „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, მმართველმა პარტიამ ყველგან გაიუმჯობესა შედეგი.

„ჩვენ ყველგან გავიუმჯობესეთ შედეგი. ეს არჩევნები იყო მართლაც ისტორიული იმ მხრივ, რომ „ქართული ოცნება“, რომელიც მეოთხედ იღებს სახელისუფლებო მანდატს, გაუმჯობესებული შედეგებით იღებს ამ მანდატს და არა უბრალოდ ინარჩუნებს. ყველგან გავედით პირველ ადგილზე. ყველა მუნიციპალიტეტში გავიუმჯობესეთ შედეგები და ამის მიზეზი მათ შორის გარდა იმისა, რომ ოპოზიციას არანაირი მორალური უფლებაც არ ჰქონდა, რომ წარდგენილიყო ამომრჩევლის წინაშე, არის ის, რომ მათ კამპანია არც კი უწარმოებიათ. შემდეგ უკვირთ, რომ მათი მხარდაჭერა იყო დაბალი და არც კი ჰქონდათ კომუნიკაცია მოქალაქეებთან. აქედან გამომდინარე, ჩვენ ჩვენი მოქალაქეების მანდატს რა თქმა უნდა ვიღებთ ხელისუფლებისთვის და ვიზრუნებთ არა მხოლოდ ჩვენი ამომრჩევლის, არამედ მთლიანად საზოგადოების უკეთესი მომავლისთვის“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები