“მე ძალიან შევეცდები, ვურჩიო ოპოზიციას, დაიკავონ კუთვნილი ადგილები პარლამენტში” – ევროპარლამენტარი

“მე ძალიან შევეცდები, ვურჩიო ოპოზიციას, დაიკავონ კუთვნილი ადგილები პარლამენტში”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ძალიან ყურადღებით დააკვირდება ახალი მთავრობის შემდგომ ნაბიჯებს.

“მე არ ვარ არც მოსამართლე და არც იურისტი. ასე რომ, არ ვარ დარწმუნებული, როგორ არის ეს ქართული კანონმდებლობის მიხედვით. თუმცა, მე ძალიან შევეცდები, ვურჩიო ოპოზიციას, დაიკავონ მათი კუთვნილი ადგილები, რომლებიც მრავალი მოქალაქის მხარდაჭერით მოიპოვეს, რომლებსაც სჯეროდათ, რომ ისინი პარლამენტში უნდა ისხდნენ. თუ ისინი დაინახავენ, რომ შეუძლებელია მუშაობის გაგრძელება რაიმე მიზეზის გამო, რაც შეიძლება მოხდეს, მაშინ შეიძლება დატოვონ ადგილები, მაგრამ მაინც ვიმედოვნებ, რომ ჯერ ისინი ეცდებიან“, – განაცხადა გრეგოროვამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები