ზარქუა – ოპოზიციაზე: ეს ხელმოცარულები შეიკრიბებიან, თავიანთ პატრონებს დაელოდებიან, იქიდან რა მესიჯი ჩამოვა

“ეს ხელმოცარულები შეიკრიბებიან, თავიანთ პატრონებს დაელოდებიან, იქიდან რა მესიჯი ჩამოვა”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი ზარქუამ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის მიერ აქციების გამართვა არის მოსალოდნელი.

” მე ჩემს თბილისელებს, რუსთაველზე მცხოვრებლებს მინდა ვუთხრა, კიდევ რამდენიმე დღე უნდა გავუძლოთ, იმიტომ, რომ რადიკალების დაორგანიზებული აქციები იქნება. შემდეგ ალბათ ამინდს დააბრალებენ, ზოგი ცოტა გვიან შემოვა [პარლამენტში], ზოგი არ შემოვა ცოტა ხანი, იმიტომ, რომ უპრინციპოები არიან. ამათი სიტყვის არ დაიჯერება. ესენი ანგარიშვალდებული არიან მხოლოდ თავიანთ პატრონებთან, რომლებიც დაკვეთას იძლევიან, რომ ფრონტის მეორე ხაზი გაიხსნას. ამას საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ უარი უთხრა”, – განაცხადა  ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები