აშშ-ის საარჩევნო კომისიის წევრი: ჩვენი დაკვირვებით, არჩევნების დღე იყო ძალიან მშვიდი, ცესკო-ს თანამშრომლები კარგად არიან მომზადებულნი

ჩვენი დაკვირვებით, არჩევნების დღე იყო ძალიან მშვიდი. ცესკო-ს თანამშრომლები კარგად არიან მომზადებულები, – ამის შესახებ აშშ-ის საარჩევნო კომისიის წევრმა, კრისტი ენ მაკ კორმიკმა განაცხადა.

მისივე თქმით, ტექნოლოგია კარგად მუშაობდა.

„მქონდა შესაძლებლობა, დაკვირვება მეწარმოებინა თბილისში რამდენიმე საარჩევნო უბანზე, ასევე ცესკო-ს თავმჯდომარესთან ერთად. ჩვენი დაკვირვებით, არჩევნების დღე იყო ძალიან მშვიდი. ცესკო-ს თანამშრომლები არიან კარგად მომზადებული და მშვიდები. ისინი შესანიშნავად ეხმარებოდნენ ამომრჩევლებს. ტექნოლოგია კარგად მუშაობდა“, – განაცხადა ტიტრი კრისტი ენ მაკ კორმიკმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები