ზაურ დარგალი: როგორც მოსალოდნელი იყო, დიდი უპირატესობით ვიგებთ ყველგან

როგორც მოსალოდნელი იყო, დიდი უპირატესობით ვიგებთ ყველგან, ასევე მარნეულშიც, – ასე შეაჯამა არჩევნები „ქართული ოცნების“ მარნეულისა და გარდაბნის დელეგატმა ზაურ დარგალმა.

მან ოპოზიციის მხრიდან პროვოკაციებზეც ისაუბრა.

„მიუხედავად იმისა, რომ იყო პროვოკაციები რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, ჩვენ დღეს გავიმარჯვეთ, გაიმარჯვა საქართველომ, მშვიდობამ და ახლა ყველამ ერთად უნდა გავაძლიეროთ და განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა და ღირსეულად გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი.

ვიცით, რომ ოპოზიციისთვის პროვოკაციებისთვის ყოველთვის არის მარნეული. ისინი ყოველთვის ცდილობენ აქ შექმნან ფონი, რომ სხვადასხვა დარღვევა ხდება, თუმცა ზოგადად რომ შევაჯამოთ, მშვიდ გარემოში ტარდებოდა არჩევნები“, – აღნიშნა დარგალმა.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები ცნობილია. ეგზიტპოლების თანახმად, მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, 18:30 საათის მონაცემებით 56.1 პროცენტი მიიღო. ცდომილების ზღვარი +- 2.5 პროცენტია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები