თორნიკე რიჟვაძე: ბედნიერი ვარ, რომ ხალხმა, მათმა სიბრძნემ, მათმა პოზიციამ, ისტორიის მართალ მხარეს კიდევ ერთხელ დაგვაყენა

მადლობა საქართველოს მოქალაქეებს ამ უწყვეტი მხარდაჭერისთვის. მინდა მათ დავპირდე, რომ ჩვენი გუნდი, ჩვენი ლიდერების ხელმძღვანელობით გააკეთებს ყველაფერს, რომ მათ გულწრფელად ემსახუროს, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ „იმედის“ დაკვეთით „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა.

„ბედნიერი ვარ, რომ ხალხმა, მათმა სიბრძნემ, მათმა პოზიციამ, სიმყარემ ჩვენ ისტორიის მართალ მხარეს კიდევ ერთხელ დაგვაყენა“, – აღნიშნა რიჟვაძემ.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები ცნობილია. ეგზიტპოლების თანახმად, მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, 18:30 საათის მონაცემებით 56.1 % მიიღო. ცდომილების ზღვარი +- 2.5 პროცენტია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები