“მადლობა მინდა, გადაგიხადოთ მთელს საქართველოს, რომელიც ასეთი ერთგულებით მოგვყვება, უკვე მეოთხე არჩევნებია” – ბიძინა ივანიშვილი

“მოგესალმებით და დიდი მადლობა მინდა, გადაგიხადოთ აქ შეკრებილ საზოგადოებას და მთელს საქართველოს, ჩვენს ამომრჩეველს, რომელიც გულწრფელად, ასეთი ერთგულებით მოგვყვება, უკვე მეოთხე არჩევნებია”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

“იშვიათია ასეთი შემთხვევა მთელს მსოფლიოში, რომ ერთი და იგივე პარტია ასეთ რთულ სიტუაციაში აღწევდეს ასეთ წარმატებებს. ეს არის ქართველი ხალხის ნიჭიერების კარგი მაჩვენებელი. გარწმუნებთ, ჩვენი ქვეყანა უახლოეს ოთხ წელიწადში დიდ წარმატებას მიაღწევს”, – განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები