რატი ბრეგაძე: მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მხარდამჭერს, რომელმაც თავისი მხარდაჭერა გამოხატა საარჩევნო ბიულეტენზე და გააფერადა „ქართული ოცნება“

მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მხარდამჭერს, რომელმაც თავისი მხარდაჭერა გამოხატა საარჩევნო ბიულეტენზე და გააფერადა „ქართული ოცნება“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.

„დღეს ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ აირჩია ის ძალა, რომელიც ქართველ ხალხს დაამშვიდებს, გახდის კიდევ უფრო სამართლიანს და რომელიც ღირსებით, მშვიდობითა და კეთილდღეობით შეიყვანს საქართველოს ევროკავშირში. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მხარდამჭერს, რომელმაც თავისი მხარდაჭერა გამოხატა საარჩევნო ბიულეტენზე და გააფერადა „ქართული ოცნება“, – აღნიშნა ბრეგაძემ.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები ცნობილია. ეგზიტპოლების თანახმად, მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, 18:30 საათის მონაცემებით 56.1 % მიიღო. ცდომილების ზღვარი +- 2.5 პროცენტია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები