ნინო წილოსანი: საქართველომ ისტორიული არჩევანი გააკეთა

,,საქართველომ ისტორიული არჩევანი გააკეთა. ჩვენი ქვეყნის თითოეულმა პატრიოტმა ამომრჩეველმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა ამ ქვეყნის სასარგებლოდ”, – ამის შესახებ „ქრონიკას“ მმართველი გუნდის წევრმა, ნინო წილოსანმა „იმედის“ დაკვეთით „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ განუცხადა.

მან მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ძალიან დიდი გარე თუ შიდა წნეხის მიუხედავად, ქართველებმა, ამ ქვეყნის ამომრჩევლებმა თქვეს, რომ ქვეყანამ უნდა გააგრძელოს მშვიდობიანი განვითარება, ის დრამატული წინსვლა, რომელიც ამ ქვეყანას აქვს, უნდა დაასრულოს ერთხელ და სამუდამოდ სიძულვილი. საქართველო უპირველეს ყოვლისა უნდა იყოს თითოეული ამომრჩევლის მოტივაცია. მინდა ყველას უზომოდ დიდი მადლობა ვუთხრა. ჩვენ ვიქნებით თქვენს სამსახურში“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები ცნობილია. ეგზიტპოლების თანახმად, მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, 18:30 საათის მონაცემებით 56.1 % მიიღო. ცდომილების ზღვარი +- 2.5 პროცენტია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები