“მადლობა ჩვენს საამაყო ხალხს, ჩვენს ამომრჩეველს და, რა თქმა უნდა, ამ დიდი გამარჯვების მთავარ შემოქმედს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს” – ირაკლი ღარიბაშვილი

“მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს საამაყო ხალხს, ჩვენს ამომრჩეველს და, რა თქმა უნდა, ამ დიდი გამარჯვების მთავარ შემოქმედს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რითაც „იმედის“ დაკვეთით „გორბის“ მიერ ჩატარებულ, ეგზიტპოლის შედეგებს გამოეხმაურა.

„მინდა, შევუერთდე საზეიმო წუთებს და ყველას მადლობა გადავუხადო. მადლობა მთელ ჩვენს გუნდს, „ქართულ ოცნებას“ და ჩვენს ერთგულ მხარდამჭერებს“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

„გორბის“ ეგზიტპოლების თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“, 18:30 საათის მონაცემებით, 56.1 % მიიღო. ცდომილების ზღვარი +- 2.5 პროცენტია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები