ცესკო – 20:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 58.94 პროცენტს შეადგენს

ცესკო 20:00 საათის მონაცემებს აქვეყნებს.

ცენტრალური საარჩენო კომისიის ინფორმაციით, 20:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 58.94 პროცენტს შეადგენს, საარჩევნო უბნებზე მისულია 2 060 412 ამომრჩეველი”, – განაცხადეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

ცნობისთვის, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება, 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. მთელი ქვეყნის მასშტაბით,საქართველოში გახსნილია 3 044 უბანი, მათ შორის 13 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, საიდანაც 12 – პენიტენციურ დაწესებულებებში, ერთი კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრშია განთავსებული

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები