მარნეულში 69-ე უბანი, სადაც ყუთში ბიულეტენები ჩაყარეს, დაიხურა

მარნეულში 69-ე უბანი, სადაც ყუთში დიდი რაოდენობის ბიულეტენი ჩაყარეს, დაიხურა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, კომენტარი “ქართული ოცნების” ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ “წარმოუდგენელია, კამერების წინ დადგეს ადამიანი და ასე ყრიდეს ბიულეტენებს ურნაში”.

ამასთან, ინციდენტს ცესკოს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ მომხდარზე შსს-მ სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები