საერთაშორისო დამკვირვებელი ანდრაშ ლასლო: საარჩევნო პროცესის სანდოობა არ დარღვეულა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – დარწმუნებული ვარ, არჩევნების შედეგები ქართველი ხალხის ნებას ასახავს

ყველა საარჩევნო უბანზე, სადაც ვიყავით, ყველაფერმა შეუფერხებლად ჩაიარა. ვესაუბრეთ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, არასამთავრობოებს, ადგილობრივ პერსონალს და პროცედურები დაცულად წარიმართა, – განუცხადა „ქრონიკას“ საერთაშორისო დამკვირვებელმა ანდრაშ ლასლომ.

„საარჩევნო პროცესის სანდოობა არ დარღვეულა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ელექტრონული სისტემით ხალხი კმაყოფილია, კარგად მუშაობს. რეგულაციების დაცვის კუთხითაც დადებითი შეფასება გვაქვს. აქტივობა ძალიან მაღალია. არჩევნების სანდოობასა და პროცესიის კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით არანაირი შენიშვნა არ მაქვს. არც ერთ საარჩევნო უბანზე არ დარღვეულა ლეგიტიმურობა. დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნების შედეგები ქართველი ხალხის ნებას ასახავს“, – აღნიშნა ანდრაშ ლასლომ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები