ქართველმა ხალხმა ყველაფერი აწონა, შეაფასა, მიიღო გადაწყვეტილება და ხელისუფლების მანდატი “ქართულ ოცნებას” გადასცა – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს, ქართველ ხალხს ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

“ყველას გილოცავთ ამ შედეგს. მძიმე 2,5 წელი გავიარეთ თქვენთან ერთად. 4 წელიწადში ერთხელ დგება მომენტი, როდესაც ხალხს აქვს ძალაუფლების მანდატი და იღებს გადაწყვეტილებას, ვის გადასცეს ეს მანდატი. დღეს ქართველმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვა. თქვა სიტყვა იმ განვლილ 4 წელთან დაკავშირებით, რომელიც ასე რთულად გამოგვატარა ზოგ-ზოგიერთმა. აწონა ყველაფერი, შეაფასა და მიიღო გადაწყვეტილება და გადასცა ხელისუფლების მანდატი “ქართულ ოცნებას”. მადლობა ქართველ ხალხს, მადლობა თქვენ ყველას, ჩვენს მხარდამჭერებს ამ ნდობისთვის”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები