მამუკა ხაზარაძე: საქართველოში იწყება ახალი პერიოდი, ახალი ცხოვრება

საქართველოში იწყება ახალი პერიოდი, ახალი ცხოვრება, რომელიც არის თავისუფლებისკენ, დემოკრატიისა და ქვეყნის აღმშენებლობისკენ,- ამის შესახებ ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“ხალხის ნება გამოხატულია. ახლა ამ ნებას სჭირდება დაცვა. საქმე ბოლომდეა მისაყვანი. მინდა, მოვუწოდო ყველა ჩვენს წარმომადგენელს უბნებზე, რომ ბოლოდმე, ბოლო წუთამდე დაიცვან ჩვენი ამომრჩევლის ხმები. ეს საქმე ბოლომდეა მისაყვანი. კიდევ ერთი – დღეს ქართულმა საზოგადოებამ, ჩვენმა მოქალაქეებმა დაამთავრეს სტაგნაციის პერიოდი. საქართველოში იწყება ახალი პერიოდი, ახალი ცხოვრება, რომელიც არის თავისუფლებისკენ, დემოკრატიისა და ქვეყნის აღმშენებლობისკენ. ძლიერი საქართველოს ასაშენებლად მიმართული ძალა და ენერგია იწყებს მუშაობას”,- აცხადებს ხაზარაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები