“რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული 56 “შაჰიდიდან” 22 ჩამოვაგდეთ” – უკრაინის საჰაერო ძალები

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 56 “შაჰიდის” ტიპის დრონიდან 22 ჩამოაგდეს, 27 უკრაინის სხვადასხვა რეგიონში დაიკარგა, 2 რუსეთის მიმართულებით დაბრუნდა.

ასევე, რუსეთმა უკრაინას Kh-59 მართვადი საჰაერო რაკეტით და უცნობი ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით შეუტია.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის სისტემა მუშაობდა სუმის, კიევის, პოლტავას, ჩერნიგოვის, ჟიტომირის, მიკოლაევის, ჩერკასის, ოდესისა და ტერნოპოლის რაიონებში. თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები