მაკა ბოჭორიშვილი: ტექნიკურ მთავრობებზე საუბრის არანაირი წინაპირობა არ არსებობს

“სალომე ზურაბიშვილი ყველაფერს აკეთებს, რაც ანტიევროპულია და არ ჯდება არანაირ ევროპულ სტანდარტში – საქართველოში არანაირი წინაპირობა არ არსებობს, რათა ტექნიკურ მთავრობებზე იყოს საუბარი”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, ქართულ ქარტიად წოდებული დოკუმენტი არის ქვეყნის დესტაბილიზაციის, ქვეყანაში არეულობის დოკუმენტი და სხვა არაფერი.

„ამ პირობებში მისი მხრიდან რამე ევროპულობაზე საუბარი აბსურდია. პრეზიდენტის თანამდებობაზე მყოფი ადამიანი აანონსებს და აკეთებს ყველაფერს, რათა ქვეყანაში იყოს დესტაბილიზაცია. საქართველოში არანაირი წინაპირობა არ არსებობს, რათა ტექნიკურ მთავრობებზე იყოს საუბარი. რაში სჭირდება საქართველოს ტექნიკური მთავრობა, როდესაც წინ არჩევნებია. არჩევნების შედეგად გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალას აქვს აბსოლუტური უნარი, რომ მთავრობა ჩამოაყალიბოს. წარმოუდგენელია, ისინი რაზე საუბრობენ. „ქართული ქარტია“ არ არის ქართული ქარტია. ქართულ ქარტიად წოდებული დოკუმენტი არის ქვეყნის დესტაბილიზაციის, ქვეყანაში არეულობის დოკუმენტი და სხვა არაფერი“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები