მაკა ბოჭორიშვილი – ჰელსინკის კომისიის განცხადებაზე: არასერიოზულია, როცა ავტორიტარიზმზე არის ხოლმე მინიშნებები

მმართველი გუნდის წევრი მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ჰელსინკის კომისიის განცხადებას გამოეხმაურა.

„არასერიოზულია, როდესაც ავტორიტარიზმზე არის ხოლმე მინიშნებები. ჰელსინკის კომისია თუ დაასახელებს ერთ ქვეყანას, სადაც არის ამდენი ოპოზიციური ტელევიზია, ამდენი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, სადაც გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფილია ისე, რომ ადამიანებს შეუძლიათ, თვეების განმავლობაში გააპროტესტონ რაღაც თავისუფლად, თუ ასეთ ავტორიტარულ ქვეყანას დამისახელებს ვინმე, მე მაშინ გავაკეთებ სერიოზულ კომენტარს ამ განცხადებაზე. ეს განცხადებები სჭირდებათ იმისთვის, რომ თქვენ [ჟურნალისტები] მოხვიდეთ ჩემთან, დასვათ კითხვები და შექმნათ პოლიტიკური დღის წესრიგი. მეტი ფუნქცია ამ განცხადებას, ისევე როგორც ყველანაირ განხილვას არჩევნებამდე 10 დღით ადრე, საქართველოს შესახებ, არ აქვს“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის ჰელსინკის კომისია თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც პატივს სცემს მათ უფლებას დემოკრატიულად აირჩიონ თავიანთი ლიდერები. განცხადების თანახმად, საქართველოს მთავრობის ავტორიტარული ტრაექტორია საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები