ვოლსკი – ორბელიანების სასახლეში საარჩევნო შტაბის გახსნაზე: ეს არის განცხადება, რომ ის წარმოადგენს პოლიტიკურ მხარეს

“სალომე ზურაბიშვილისთვის დარღვევები უცხო არ არის. რასაც ის აპირებს, პრაქტიკულად, არა მხოლოდ გადახვევაა, არამედ დემარში, განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ იგი წარმოადგენს პოლიტიკურ მხარეს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

დეპუტატი ორბელიანების სასახლეში საარჩევნო შტაბის გახსნის საკითხს გამოეხმაურა, რის გამოც ზურაბიშვილი უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე დაიბარეს.

“იგი არის ლიდერი “კოლექტიური ნაცმოძრაობის” და თუკი მის ოფისში შეიქმნება ასეთი სტრუქტურა, ის მოემსახურება მხოლოდ იმ მიზანს, რომ “კოლექტიურ ნაცმოძრაობას” აქვს,” – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები