უკრაინაში, ჩერკასის ეკლესიაში, მოსკოვის საპატრიარქოს მხარდამჭერები ცრემლსადენი გაზის გამოყენებით შეიჭრნენ

უკრაინაში, ქალაქ ჩერკასში, წმინდა მიქაელის ტაძარში, რომელიც უკრაინის ეკლესიას გადაეცა, მოსკოვის ეკლესიის მხარდამჭერები შეიჭრნენ და დაარბიეს,- ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

არსებული ინფორმაციით, მათ გატეხეს შესასვლელი ჭიშკარი და ტაძრის ტერიტორიაზე ცრემლსადენი გაზის გამოყენებით შეიჭრნენ.

ტაძარში პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცველების ინფორმაციით, რამდენიმე მოქალაქე დაშავდა.

კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც დღეს დილით, ჩერკასის კაპელანმა ვლადიმერ რიდნიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ წმინდა მიქაელის საკათედრო ტაძარი, რომელიც მანამდე მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში იყო, ახლა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები