One Direction-ის ყოფილი წევრი ლიამ პეინი გარდაიცვალა

ჯგუფ One Direction-ის ყოფილი წევრი, ლიამ პეინი 31 წლის ასაკში გარდაიცვალა.

არგენტინის პოლიციის ცნობით, ინგლისელი მომღერალი ბუენოს აირესში სასტუმროს მესამე სართულიდან გადმოვარდა.

ლიამ პეინის დებიუტი 2008 წელს, The X Factor-ში შედგა. მომღერალს ყველაზე მეტად ცნობადობა ბოიბენდ One Direction-ის წევრობამ მოუტანა, რომელმაც დღემდე ხუთი ალბომი გამოსცა, ოთხი საკონცერტო ტურნე ჩაატარა და რამდენიმე ჯილდო მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები