ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს საგანგებო სხდომას დაესწრება

ბრიუსელში, ევროპული საბჭოს საგანგებო სხდომას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც დაესწრება,- ამის შესახებ პრეზიდენტმა თავად განაცხადა

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს სხდომაზე უკრაინის მიწვევისთვის. მისივე თქმით, შეხვედრაზე “გამარჯვების გეგმას” წარადგენს.

“ყველა ევროპელი ლიდერი გაიგებს, თუ როგორ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი პოზიციები. ჩვენ ეს ომი სამართლიანად უნდა დავასრულოთ “, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მანამდე, 16 ოქტომბერს, უკრაინის პრეზიდენტმა უმაღლეს რადაში „გამარჯვების გეგმა“ წარადგინა. იგი შედგება 5 პუნქტისგან, რომელთაგან სამს საიდუმლო დანართი აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები