საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს 2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ფარგლებში დასაქმება შესთავაზა

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი – გოგიტა თოდრაძე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა და 2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ფარგლებში დასაქმება შესთავაზა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გოგიტა თოდრაძემ სტუდენტებთან დეტალურად ისაუბრა აღწერის მიზნებისა და ამოცანების, აღწერის ჩატარების თარიღის, მონაცემთა შეგროვების მეთოდების, მეთოდოლოგიისა და კითხვარის შინაარსის შესახებ.

თოდრაძის თქმით, სტუდენტებს სპეციალური ტრენინგის შემდეგ, აღწერის პროცესში ინტერვიუერის პოზიციაზე ჩართვის შესაძლებლობა ეძლევათ.

“სამუშაოს შესასრულებლად განსაზღვრულია თავისუფალი გრაფიკი, ხოლო პერიოდი ორ კვირას მოიცავს.

სტუდენტებისა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის შეხვედრა საინფორმაციო ხასიათის იყო და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

მოსახლეობის აღწერა საქართველოში 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარდება, თუმცა ამინდის შესაძლო გაუარესების და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ზოგიერთ მაღალმთიან და ძნელად მისადგომ ადმინისტრაციულ ერთეულში, კერძოდ – მესტიაში, ლენტეხში, ყაზბეგში, დუშეთის რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში (გუდამაყრის, ქვეშეთის, ხევსურეთის, უკანაფშავის, შატილის და მაღაროსკარის და ფასანაურის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში) და ახმეტის მუნიციპალიტეტში (მხოლოდ ომალოს ადმინისტრაციულ ერთეულში), მოსახლეობის აღწერა 2024 წლის 18 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა”, – წერია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები