წილოსანი – ჰელსინკის კომისიის ანგარიშზე: როგორია მათი შეფასება აშშ-ში მიმდინარე საარჩევნო პროცესებზე, სადაც პრეზიდენტობის კანდიდატს ესვრიან? ალბათ, კომისიას სააკაშვილის რეჟიმზე აქვს საუბარი და შეფასებები 12 წლის დაგვიანებით გააკეთა

“ის ციტატები, რაც ამ ანგარიშიდან წამიკითხეთ, იმის ფიქრის საშუალებას მაძლევს, რომ ეს ანგარიში საქართველოზე არ არის დაწერილი – თუ საქართველოს გულისხმობდნენ, ალბათ, სააკაშვილის რეჟიმზე იყო საუბარი”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

დეპუტატმა ჰელსინკის კომიტეტის განცხადებაზე ისაუბრა.

„ის ციტატები, რაც ამ ანგარიშიდან წამიკითხეთ, იმის ფიქრის საშუალებას მაძლევს, რომ ეს ანგარიში საქართველოზე არ არის დაწერილი. მით უფრო, არ არის დაწერილი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ სიტუაციაზე. თუ საქართველოს გულისხმობდნენ, ალბათ, სააკაშვილის რეჟიმზე იყო საუბარი. სამწუხაროდ, იმ დროს თითოეული მათგანი დუმდა და ამ შეფასებებს არ იყენებდა. ამიტომ, შეიძლება 12 წლის დაგვიანებით გააკეთეს ეს შეფასებები თავის ანგარიშში.
იმ ქვეყნის პოლიტიკური წარმომადგენლები, სადაც პრეზიდენტობის კანდიდატს ესვრიან და მოსაკლავად იმეტებენ, როდესაც საქართველოში პოლიტიკურ წინასაარჩევნო გარემოზე განცხადებებს აკეთებენ, ლოგიკური კითხვა მიჩნდება, მათ შემთხვევაში როგორ ფიქრობენ, როგორ მიმდინარეობს აშშ-ში საარჩევნო პროცესები? ალბათ, უფრო მეტი ძალისხმევით უნდა და კონცენტრირდნენ თავიანთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, იმიტომ, რომ ყველა ქვეყნის სუვერენული უფლებაა, თითოეული ქვეყნის პოლიტიკა ქვეყნის შიგნით კეთდებოდეს.

სიტყვა „ავტორიტარიზმის“ გამოყენებას სხვადასხვა რეზოლუციაში თავისი დატვირთვა აქვს. წინასაარჩევნოდ განულებულ ოპოზიციას რაიმე სახის დახმარება სჭირდება. ეს დახმარება აუცილებლად უნდა იყოს გარე ფაქტორებიდან გამომდინარე, იმიტომ, რომ მათთვის შიდა ფაქტორები უკვე აღარ არსებობს. თითოეული ასეთი განცხადება მიმართულია იმისკენ, რომ ასულდგმულონ ოპოზიციის დღის წესრიგი და წინასაარჩევნოდ რაც შეიძლება მაღლა ასწიონ პოლიტიკური ტემპერატურა“, – განაცხადა წილოსანმა.

ცნობისთვის, აშშ-ის ჰელსინკის კომისია თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც პატივს სცემს მათ უფლებას დემოკრატიულად აირჩიონ თავიანთი ლიდერები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები