აშშ-მ იემენში მიწისქვეშა იარაღის ობიექტები დაბომბა

ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ავიაციამ იემენში, ჰუსიტების მიერ კონტროლირებულ რაიონებში მდებარე მიწისქვეშა საცავებზე იერიში მიიტანა.

პენტაგონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათი სამიზნე 5 მიწისქვეშა საცავი იყო, რომლებშიც „რეგიონში სამოქალაქო და სამხედრო ხომალდებზე თავდასხმებისთვის გამოყენებული იარაღის კომპონენტები ინახებოდა“.

2023 წლის ნოემბრიდან იემენელი ჰუსიტები რეგულარულად ესხმიან თავს წითელ ზღვაში მოძრავ გემებს. თავის ქმედებებს ისინი ღაზის სექტორში ამერიკულ-ისრაელურ აგრესიაზე პასუხს უწოდებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები