ვოლოდიმირ ზელენსკის 5-პუნქტიანი “გამარჯვების გეგმის“ დეტალები უკრაინელი დეპუტატებისთვის ცნობილია

ვოლოდიმირ ზელენსკიმ „გამარჯვების გეგმის“ დეტალები უკრაინელ დეპუტატებს გააცნო, რომელიც ხუთი პუნქტისგან შედგება და, ფაქტობრივად, რუსეთის მშვიდობისკენ იძულების გეგმას წარმოადგენს,- როგორც უკრაინული მედია იუწყება, ეს დეტალები დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ გაამჟღავნა.

გეგმის პირველი პუნქტი ითვალისწინებს უკრაინის დაუყოვნებლივ მიწვევას ნატო-ში, რისთვისაც პარტნიორების გადაწყვეტილებაა საჭირო.

მეორე პუნქტში საუბარია ომის რუსეთის ტერიტორიაზე გადატანაზე, რათა შეიცვალოს რუსეთის მოქალაქეთა განწყობა, ასევე მოკავშირეების ჩართვაზე უკრაინის საჰაერო სივრცეში რუსული რაკეტებისა და დრონების ჩამოგდებაში და უკრაინის მიერ დასავლური შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენებაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნაზე.

მესამე პუნქტში საუბარია დასავლეთის მიერ უკრაინაში იარაღის წარმოების დაფინანსებაზე.

მეოთხე პუნქტი ითვალისწინებს უკრაინის შეთანხმებას მოკავშირეებთან, ევროკავშირთან და აშშ-სთან, უკრაინაში ურანის, ტიტანისა და ლითიუმის მოპოვებაში ინვესტიციების დაბანდების შესახებ, რაც ყველა მხარისთვის სასარგებლო იქნება.

გეგმის მეხუთე პუნქტი გათვლილია ომის შემდგომ პერიოდზე და ითვალისწინებს უკრაინელი სამხედროების გამოცდილების გამოყენებას ნატო-სა და მთელი ევროპის უსაფრთხოების გასაძლიერებლად.

ცნობისთვის, 17-18 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „გამარჯვების გეგმას“ ევროპულ საბჭოს წარუდგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები