პაპუაშვილი – „ქართლი ოცნების“ ბანერის დაზიანებაზე: შეეცადნენ, გარკვეული საინფორმაციო შტურმით დაეფარათ საკუთარი დანაშაული და რომ ვერ დაფარეს, ბოლოს შეეცადნენ, საღებავით დაეფარათ

„სინამდვილეში, ძალიან კარგია ის, რაც გუშინ ვნახეთ. ამან დაადასტურა ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, დაადასტურა ის მიზანი, რომელიც ამ ბანერებს ჰქონდა. ისინი შეეცადნენ, რომ გარკვეული საინფორმაციო შტურმით დაეფარათ საკუთარი დანაშაული და რომ ვერ დაფარეს, ბოლოს შეეცადნენ, რომ საღებავით დაეფარათ საკუთარი დანაშაული”, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ “ეს ბანერი მათ დანაშაულს ასახავს”.

“ამიტომ არის ეს ბანერი მნიშვნელოვანი, ამიტომ უნდა იყოს რაც შეიძლება ბევრი ასეთი ბანერი და ხშირად შეხედონ ქალბატონმა ხატიამ, ბატონმა გიგი უგულავამ, რომელსაც ეკუთვნის სიტყვები „დიახ, მე ომი მინდა“. გიგი უგულავას ომი რომ უნდა, უნდა შეხედოს ამ ბანერს და ჩახედოს თავის დანაშაულს თვალებში, ვინაიდან ზუსტად ამ მომავალს უმზადებდა ქართველ ხალხს „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, გახარია, „ახლები“ – კოლექტიური ოპოზიცია, რომელიც სინამდვილეში გარედან იმართება, რაც ამ ფოტოზეა გამოსახული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ხატია დეკანოიძემ და გიგი უგულავამ ქუთაისში მმართველი პარტიის ბანერი დააზიანეს, კანონდარღვევის ფაქტის ამსახველი ვიდეოკადრები კი თავადვე გაავრცელეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები