ქარიშხალი “ჰელენის” შემდეგ, ჩრდილოეთ კაროლინაში 100-მდე ადამიანი, კვლავ დაკარგულად ითვლება

აშშ-ში, ჩრდილოეთ კაროლინაში, ამ დრომდე ეძებენ 92 ადამიანს, რომლებიც ქარიშხალი „ჰელენის“ დროს უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ.

შტატის გუბერნატორმა, როი კუპერმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ეს რიცხვი შესაძლოა შეიცვალოს.

„მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის საბოლოო რიცხვი, რადგან შესაბამისი სამსახურები მუშაობას აგრძელებენ“, – განაცხადა მან.

როგორც ცნობილია, სტიქიას შტატში, 95 ადამიანი ემსხვერპლა, ქვეყნის მასშტაბით კი „ჰელენის“ გამო 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები