მაჭავარიანი – სუსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე: ეს ყველაფერი ჯდება ოპოზიციის დღის წესრიგში

„ეს ყველაფერი [სუსის მიერ გავრცელებული ინფორმაცია], რა თქმა უნდა, ჯდება ოპოზიციის დღის წესრიგში”, – ასე ეხმიანება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

“თავიდან ბოლომდე, ყველაფერი აგებული აქვთ იმაზე, რომ მაქსიმალურად დაძაბონ სიტუაცია არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე და შემდეგ უკვე 26 ოქტომბრის საღამოდან ეცადონ, რაც შეიძლება მეტი ხალხი გამოიყვანონ ქუჩაში. ეს ყველაფერი ბევრჯერ გვაქვს ნანახი და ამ ჯერზეც ყველაფრის პრევენციას მოვახდენთ“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

სუს-ის ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები ხელოვნური ინტელექტისა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გეგმავენ დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას. ყალბ ჩანაწერებში გამოყენებული იქნება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და ვიდეოგამოსახულება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები