რუსებმა “შაჰედების” საფრენი აპარატები გააუმჯობესეს

რუსეთის ფედერაციამ Shahed-136 ტიპის დრონების მოდერნიზება განახორციელა და ახლა ე.წ. „კამიკაძე-დრონები“ უფრო მაღალ სიმაღლეზე და უფრო სწრაფად დაფრინავენ, – ამის შესახებ „ომის შესწავლის ინსტიტუტი“ უკრაინელ სამხედროზე დაყრდნობით იუწყება.

წყაროს თქმით, „შაჰედები“ მანამდე ნელები იყვნენ, რთულად მანევრირებდნენ და მხოლოდ დაბალ სიმაღლეზე შეეძლოთ ფრენა.

„უკრაინელმა სამხედროებმა აღნიშნეს, რომ უკრაინის მობილურმა ჯგუფებმა გააუმჯობესეს აღჭურვილობა და ტაქტიკა, რათა გააგრძელონ „კამიკაძე-დრონების“ ჩამოგდება.

უკრაინის თავდაცვის ძალები უნდა მოემზადონ იმისთვის, რომ მტერი უფრო მეტ Shahed-ის ტიპის დრონებს გამოუშვებს და მათი ჩამოგდება, ალბათ, უფრო რთული იქნება“, – აცხადებენ „ომის შესწავლის ინსტიტუტის“ ანალიტიკოსები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები