რატი ბრეგაძე: როდესაც საუბარია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოში ერთობლივად უნდა იზეიმონ გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა გამარჯვება, ეს შეიძლება შეიცავდეს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ნიშნებს

“როდესაც საუბარია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოში ერთობლივად უნდა იზეიმონ გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა გამარჯვება, ეს, რა თქმა უნდა, შეიძლება შეიცავდეს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ნიშნებს”,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტი საარჩევნო საკითხებზე სათანამშრომლოდ განწყობილი არ არის.

“ამასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციის წარმომადგენელს ვთხოვეთ მობრძანება, თუმცა დღეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი კომისიის სხდომას არ დასწრებია, რაც ძალიან სამწუხაროა. თუმცა, მათი მხრიდან გაკეთდა წერილობითი განმარტება, რაც კომისიის მიერ არ იქნა მიჩნეული დამაკმაყოფილებლად. ეს ნათლად მიუთითებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ პრეზიდენტი არ არის განწყობილი საარჩევნო საკითხებზე სათანადოდ სათანამშრომლოდ,”- აცხადებს ბრეგაძე.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, არჩევნების დღეს, 26 ოქტომბერს ორბელიანების სასახლეში საკოორდინაციო პლატფორმას მოაწყობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები