“ეუთო/ოდირის ანგარიშმა დაადასტურა, რომ წინასაარჩევნო კამპანია უპრეცედენტოდ მშვიდ, თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს, არსებითი დარღვევების გარეშე” – პაპუაშვილი

“ეუთო/ოდირის ანგარიშში დადასტურდა ის, რასაც საზოგადოება ისედაც ხედავს – წინასაარჩევნო კამპანია უპრეცედენტოდ მშვიდ, თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს, არსებითი დარღვევების გარეშე”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“გასულ პარასკევს, 11 ოქტომბერს გამოქვეყნდა ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის შუალედური ანგარიში 26 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ანგარიშში დადასტურდა ის, რასაც საზოგადოება ისედაც ხედავს – წინასაარჩევნო კამპანია უპრეცედენტოდ მშვიდ, თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს – არსებითი დარღვევების გარეშე, ასევე კონკურენტულ გარემოში.

წინასაარჩევნო პროცესი არსებითად თავისუფალია ძალადობის, მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისგან, დარღვევებს კი მხოლოდ იზოლირებული ინციდენტების სახე აქვს. ეს არის ის, რაც აისახა ეუთო/ოდირის შუალედურ ანგარიშში.

როგორც ჩანს, ამ ანგარიშმა აჩვენა ოპოზიციას, რომ საფრთხე ექმნება არჩევნების შედეგების დელეგიტიმაციისკენ გამიზნულ მათ გეგმას. შედეგად, ანგარიშის გამოქვეყნებიდან მეორე დღესვე დაიწყო ოპოზიციის, პარტიული მედიისა და მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციების კოორდინირებული კამპანია, რომლის მიზანიც არის საინფორმაციო ხმაურით, საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის წინასაარჩევნო გარემოზე ყალბი აღქმების შექმნა,” – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები