ირაკლი ქადაგიშვილი – სუს-ის განცხადებაზე: „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ცდილობს, რომ ის მწარე რეალობა, რომელიც მათი მმართველობის დროს იყო, ახლა მათთვის ნაცნობი ხერხით შეასაღოს ქართულ საზოგადოებას

მმართველი გუნდის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი სუს-ის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ცდილობს, რომ ის მწარე რეალობა, რომელიც მათი მმართველობის დროს იყო, ახლა მათთვის ნაცნობი ხერხით შეასაღოს ქართულ საზოგადოებას. ეს შეიძლება იყოს მიმართული ეკლესიის წინააღმდეგ, საზოგადოებაში ცნობილი და ავტორიტეტული ადამიანების წინააღმდეგ. ასევე შეიძლება გულისხმობდეს სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, სუს-ის ინფორმაციით, პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები, არჩევნების წინა დღეებში, დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას გეგმავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები