„მარო წერეთლის დღიური“ – წიგნის წარდგენა გაიმართება

19 ოქტომბერს, 17:00 საათზე, „მარო წერეთლის დღიურის“ წარდგენა გაიმართება.
„ბურჟუაზიულ-ნაციონალისტური და ფაშისტური ორგანიზაციის შექმნის ბრალდებით დააპატიმრეს ალექსანდრე წერეთელი – სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების წევრი, გამოჩენილი ისტორიკოსი, პედაგოგი… „ქართული საზოგადოებრივი კლუბის” წევრობა, სადაც „ვეფხისტყაოსნის“ საღამოებს აწყობდნენ, „ქვეყნის მტრობად” ჩაუთვალეს და 20 წლით მოაშორეს სამშობლოს, ოჯახს, მეუღლეს…
მარო წერეთელმა სრულად გაიზიარა მეუღლის განსაცდელი. ოცი წლის განმავლობაში მისდევდა მის კვალს ცენტრალური აზიის უდაბნოებში უხვად მიმობნეულ ბანაკებში. სახლდებოდა მეზობლად, შეძლებისდაგვარად, აწვდენდა ხმას, შორიდან ამხნევებდა, ეფერებოდა… ასე დადიოდნენ, ერთი ბანაკიდან მეორეში, მეორიდან მესამეში… ასე, გაუთავებლად… 20 წელი!..
ამ წიგნში მოთხრობილია საბჭოთა რეპრესიული მანქანის ზღვარდაუდებელი ბოროტებით ორი ადამიანის სიყვარულის გამოცდის ამბავი… დაბრუნდნენ, გადარჩნენ, გაუძლეს“…

მის: არჩილ მიშველაძის №5. „ბიბლუსი გალერეა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები