“ყველა იმ ადამიანს, რომელიც ხმას აძლევს “ნაციონალურ ფაშისტურ რეჟიმს”, პასუხისმგებლობა აკისრია და აუცილებლად მოეკითხება ან მიწაზე, ან იქ” – ხაინდრავა

“ყველა იმ ადამიანს, რომელიც ხმას აძლევს “ნაციონალურ ფაშისტურ რეჟიმს”, პასუხისმგებლობა აკისრია და აუცილებლად მოეკითხება ან მიწაზე, ან იქ მოეკითხება; თავისი შვილებისგან და ჩვენგან მოეკითხება”, – ამის შესახებ კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა აცხადებს.

“აღმოჩნდა ხალხი, რომელსაც ამის თქმის არ ეშინია. ყველამ უნდა იცოდეს, საქართველოს ყველა მოქალაქემ, რომ ვინც ხმას აძლევს “ნაციონალურ მოძრაობას” და მის სატელიტებს მათ გარშემო შეკრებილს, ისინი ბოროტმოქმედებას, დანაშაულს სჩადიან, ისინი ქმნიან პირობებს საკუთარი შვილების, საკუთარი მომავლისა და საკუთარი ქვეყნის დანგრევისა და გაცამტვერების.

ეს არის ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილის აზრი, რომ აუცილებლად მოვკითხავთ და არ ეგონოთ, რომ რაღაცა მაღალი ინსტიტუტები არის საჭირო. ამისთვის ჩვეულებრივი ცხოვრება არის საჭირო, ჩვენ ვხვდებით ერთმანეთს, ვიცით, ვინ არიან ისინი, იმათმაც იციან, ვინ ვართ ჩვენ და აუცილებლად მოეკითხებათ ყოველ მიზეზის გარეშე”, – აცხადებს ხაინდრავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები